ალექსანდრე იაშვილი "ბოხუმის" "ათიანია"

AutoSharing Option
მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო მეორებუნდესლიგურმა "ბოხუმმა", რომლის ღირსებასაც უკვე ორი ქართველი თავდამსხმელი იცავს.

ნიკოლოზ გელაშვილის შემდეგ, რომელიც "ბოხუმს" წლის დასაწყისში შეუერთდა, კლუბმა კონტრაქტი გამოცდილ ალექსანდრე იაშვილს გაუფორმა.

საბედნიეროდ, ორივე მათგანი თავს ჯანმრთელად გრძნობს. ქართული დუეტი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და "ბოხუმის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, გუნდის გულშემატკივრებს მათი დიდი იმედი აქვთ.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ იაშვილი "ბოხუმის" ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს, გელაშვილი კი კვლავ 9 ნომერი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ
ნაკრებს დავჭირდები...


ნიკა გელაშვილი: "ბოხუმში" მხოლოდ ერთი გოლის გატანით კმაყოფილი ვერ ვიქნები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული