ალექსანდრე იაშვილმა "ბოხუმში" დებიუტი ჰეთ თრიქით აღნიშნა

AutoSharing Option
"ბოხუმი" სეზონისწინა სამზადისს გადის და ქვედალიგელ "ვილინგელთან" პირველი ამხანაგური მატჩიც გამართა. ალექსანდრე იაშვილის ახალმა გუნდმა მეტოქე 10:0 გაანადგურა.

34 წლის ქართველი ფორვარდი ახალ კლუბში პირველ მატჩს ატარებდა და დებიუტი ჰეთ თრიქით აღნიშნა: თავი მე-19, 48-ე და 82-ე წუთებზე გამოიჩინა. ერთი გოლი ნიკა გელაშვილმაც გაიტანა, 35-ე წუთზე.

იაშვილმა მატჩი უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე შეუცვლელად ჩაატარა, ცენტრფორვარდი გელაშვილი კი შესვენებაზე გამოცვალეს.

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი "ბოხუმის" "ათიანია"

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...

ნიკა გელაშვილი: "ბოხუმში" მხოლოდ ერთი გოლის გატანით კმაყოფილი
ვერ ვიქნები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული