ლევან ყენია რუსეთის ჩემპიონ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში"?

AutoSharing Option
ლევან ყენიას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" ეპატიჟება და საქმეს ბეჭედი დღე-დღეზე დაესმება.

ყენია ახლა გერმანიაშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მისი და "ზენიტის" მოლაპარაკების ამბავი კი ყენიას ოჯახის ერთ-ერთმა წევრმაც დაგვიდასტურა.

ყენია 2008-12 წლებში გელზენკირხენის "შალკეს" ფეხბურთელი იყო, თუმცა ტრავმებმა გააწამეს და მისი გერმანული კარიერა ვერ შედგა.

"ზენიტი" ყენიათი ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, სანამ ის თბილისის "ლოკომოტივიდან" გერმანიაში წავიდოდა. მოკლედ, პიტერელები ყენიას კარგად იცნობენ და ხელახლა სურთ მისი აყვანა.

21 წლის ყენია ახლა თავისუფალი აგენტია და საქმეს ალბათ ესეც აადვილებს. ერთი სიტყვით, დიდი შანსია,
რომ ლევანი ზენიტელი გახდეს.

"ზენიტი" რუსეთის მოქმედი ჩემპიონია, ოთხი წლის წინ უეფას თასი და სუპერთასიც მოიგო, გუნდს "გაზპრომი" პატრონობს და ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ლუჩიანო სპალეტი წვრთნის.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ყენიას ჩინებული პერსპექტივა გაუჩნდა.

ყენია რუსთა ჩემპიონთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]
რა უთხრა თემურ ქეცბაიამ ლევან ყენიას მსურველ კლუბს
თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა
განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭაობია რუსეთი ჩვენებისთვის.სჯობდა ლაციოს ვარიანტი გამოსულიყო.თუმცა რავიცი იქნებ ძალიანაც წაადგეს ზენიტში გადასვლა მის კარიერას.მთავარია სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
NIKA
12:25 24-06-2012
0
kenia მაგარია
ti.gi.ma.
14:47 23-06-2012
0

სიახლეები პოპულარული