დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება

AutoSharing Option
დანიური "ორჰუსის" ქართველი ფეხბურთელი დავით დევდარიანი მოუთმენლად ელის თავის თანამემამულეებთან, გორის "დილას" ფეხბურთელებთან შეხვედრას, რომლებსაც დანიელები ევროპის ლიგის მეორე შესარჩევ რაუნდში დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანთან ერთად დანიურ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, დავით სხირტლაძე თამაშობს.

"ეს საინტერესო მატჩი იქნება, - მყისვე განაცხადა დავით დევდარიანმა, როდესაც კომენტარისთვის "ორჰუსის" ოფიციალური საიტი დაუკავშირდა. - "დილა" კარგი გუნდია, რომელმაც წელს საქართველოს თასის ფინალი მოიგო. 

"დილა" ახალი დაკომპლექტებულია. გუნდის შემადგენლობაში ლეგიონერები და რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელები არიან.

ერთი სიტყვით, გორს საკმაოდ კარგი გუნდი
ჰყავს, რომელიც ვითარდება, თუმცა ვფიქრობ, "ორჰუსს" მისი ბარიერის დაძლევა შეუძლია",
- ამბობს დევდარიანი.

დევდარიანს გასვლით მატჩში, რომელიც 26 ივლისს თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება, "ორჰუსის" გულშემატკივართა დახმარების იმედიც აქვს.

"საქართველომდე, რა თქმა უნდა, გრძელი გზაა, მაგრამ ტრიბუნებზე "ორჰუსის" გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან წაგვადგება. თან ეს მათთვისაც დიდი გამოცდილება იქნება", - განაცხადა დევდარიანმა.

ასევე იხილეთ:
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
გორის "დილამ" უკრაინელებთან მარცხი იწვნია
გორის "დილა" ავსტრიულ შეკრებაზე კაცნაკლული გუნდით თამაშს ეუფლება
უეფას გადაწყვეტილებამ გორის "დილას" გეგმები შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული