ვიტესელ ქართველებს მწვრთნელად ფრედი რუტენი დაუნიშნეს

AutoSharing Option
არნემის "ვიტესსა" და მის ქართველ ლეგიონერებს, გურამ კაშიას, გიორგი ჭანტურიასა და ვალერი ყაზაიშვილს ამიერიდან საკმაოდ ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ფრედი რუტენი გაწვრთნის.

"ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ 49 წლის სპეციალისტთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და მას კონტრაქტიც გაუფორმა.

ბოლო წლებში რუტენი ჰოლანდიური პსვ-ს მთავარი მწვრთნელი იყო, მანამდე კი გერმანულ "შალკეში" მუშაობდა, სადაც ლევან კობიაშვილსა და ლევან ყენიას წვრთნიდა.

შეგახსენებთ, "ვიტესი" წინა მწვრთნელმა ჯონ ვან დერ ბრომმა გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული