ალექსანდრე იაშვილმა გოლი სუპერმარიოს გაუტანა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ალექსანდრე იაშვილისა და ნიკა გელაშვილის "ბოხუმმა" საკონტროლო მატჩი გამართა რეგიონალლიგის "ობერჰაუზენთან" და 3:0 გაიმარჯვა.

იაშვილმა 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა, გელაშვილი კი მოედანზე არ გასულა.

ანდრეას ბერგმანმა "ბოხუმი" 4-4-2 სქემით ათამაშა. იაშვილის მეწყვილე თავდასხმაში სლოვენიელი ზლატკო დედიჩი იყო, რომელიც მეორე ტაიმში დანიელ ენგელბრეხტმა შეცვალა.

იაშვილმა მეტოქეს გოლი 43-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში 2:0 გახადა. ჩვენებურს მანამდეც ჰქონდა საგოლე შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა. იაშვილმა "ბოხუმის" მესამე საგოლე კომბინაციაშიც დაიდო წვლილი.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ობერჰაუზენის "როტ ვაისს" 90-იან
წლებში გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი მარიო ბასლერი წვრთნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილმა "ბოხუმში" დებიუტი ჰეთ თრიქით აღნიშნა
ალექსანდრე იაშვილი "ბოხუმის" "ათიანია"
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...
ნიკა გელაშვილი: "ბოხუმში" მხოლოდ ერთი გოლის გატანით კმაყოფილი ვერ ვიქნები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული