დავით დევდარიანი დანიურ "ორჰუსს" გორის "დილასთან" დაეხმარება?

AutoSharing Option
კარგი ამბავი ზოგადად ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის: საქართველოს ნაკრების კანდიდატი, დავით დევდარიანი მოედანს უბრუნდება.

"ლამის ცხრათვიანი პაუზის შემდეგ დევდარიანი "ორჰუსს" დაუბრუნდა. სავარაუდოდ, ის ორშაბათს სუპერლიგის განახლებამდე დარჩენილ ტესტ-მატჩს ითამაშებს", - ამბავს "ორჰუსის" ვებგვერდი იუწყება.

დანიის სუპერლიგაში სეზონი 13 ივლისს იწყება, "ორჰუსი" კი "ოლბორგს" ხვდება. დევდარიანმა ბოლოს "ორჰუსის" მაისურა 2011 წლის 16 ოქტომბერს მოირგო.

შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში დათო საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გამოიძახა, მაგრამ ზედიზედ მესამედ მოუვიდა ფატალური დამთხვევა - გამოძახებაზე ტრავმას იღებდა.

თუმცა ჯერ ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ
არა დევდარიანი "ოლბორგთან" და 19 და 26 ივლისს ევროპის ლიგაზე გორის "დილასთან" თამაშს.

ახლა ევროპულ ფეხბურთში ფინანსებს საკმაოდ მომჭირნედ ხარჯავენ. გამონაკლისი არც "ორჰუსია". კლუბის სპორტული დირექტორი ბრაიან სტინ ნილსენი ამბობს, რომ ევროთასებზე გასვლის შემდეგ სპონსორებისა და ახალი პარტნიორების მოძიების იმედი გაუჩნდა. თუმცა არ მალავს, რომ დღეისათვის ძვირად ღირებული მოთამაშეების დამატების საშუალება არ გააჩნიათ.

მეტიც, ახლა კლუბმა 1993 წელს დაბადებული ოთხი მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ "ორჰუსს" დიდად არ ულხინს. მაგრამ დანიელებს რომ არ ულხინთ, ამით თავის დამშვიდება არ გვიღირს - საშუალო ევროპულ დონეს მაინც ინარჩუნებენ, ჩვენ კი ამ დონის მისაღწევად წლები გვჭირდება.

დევდარიანი მოედანს უბრუნდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ავიაკომპანიებს დანიური "ორჰუსის" ფანების საქართველოში ჩამოყვანა არ უნდათ
დავით სხირტლაძე: ქართველების წინააღმდეგ თამაში არ მინდოდა!
დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული