ლაშა თოთაძე უნგრულ "დიორშია", მაგრამ ისრაელში ელიან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ლაშა თოთაძე გორის "დილამ" ზამთარში დაიმატა, მაგრამ ლაშას "დიორ ეტოსთან" კონტრაქტი მხოლოდ 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება და სეზონის დასრულების შემდეგ უნგრელებმა იჯარის გახანგრძლივებაში საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს.

ამ დროისათვის გორელები უკვე შეთანხმებულები იყვნენ კვიპროსის "ანორთოსისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველთან, დავით კვირკველიასთან, რომელიც გუნდში უკომპენსაციოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ასეთ დროს დღეს "დილაზე" მდიდარი ევროპული კლუბებიც არჩევანს თავისუფალი მოთამაშის სასარგებლოდ აკეთებენ. გამონაკლისი არც "დილა" აღმოჩნდა და ფეხბურთელთან დაშორება მოუხდა.

ლაშა უნგრეთში დაბრუნდა და სეზონისთვის
"დიორ ეტოში" ემზადება. უკვე ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ბოლო მათგანი უნგრელებმა სლოვენიაში სოფიის "ლევსკისთან" გამართეს და 1:2 წააგეს. ლაშა მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა. წინა შეხვედრა უნგრელებმა აკაკი ხუბუტიას რუმინულ "გაზ-მეთანთან" 2:0 მოიგეს. თოთაძემ შეუცვლელად ითამაშა.

თუმცა ჯერ მისი უნგრეთში დარჩენა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, რადგან 22 წლის მარცხენა მცველს ისრაელისა და კვიპროსის კლუბებში იწვევენ. კვიპროსზე უარი თავად თქვა, რადგან კუნძულზე ეკონომიკური კრიზისია და კლუბებს გაუჭირდათ, ისრაელის კლუბი კი მის საბოლოო პასუხს უახლოეს დღეეში ელის.

სოფიის "ლევსკისთან" არ უთამაშიათ რატი ალექსიძესა და გიორგი განუგრავას. "დიორ ეტოს"ვებგვერდის ცნობით, ორივე მთავარმა მწვრთნელმა ტრავმების გამო დაასვენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული