ლევან ყენია: ტრავმა უკვალოდ გაქრა და მიხარია, რომ "ზენიტში" ვარ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელმა ლევან ყენიამ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა. რუსეთის ჩემპიონმა მეორე დივიზიონის "რუსთან" წაივარჯიშა და 6:0 გაიმარჯვა.

ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდში მოედანზე ლევან ყენია 55-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ კარგადაც გაისარჯა. ლევანმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტის გარდა, საგოლე პასიც მიითვალა.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები www.sovsport.ru-ს გაუზიარა.

"ძალიან მიხარია, ამ გუნდში რომ მოვხვდი. იმედი მაქვს, ჯანმრთელობა მომცემს თამაშის საშუალებას. ახლა კი 100 პროცენტით მზად ვარ - ტრავმა უკვალოდ გაქრა.

თუმცა თამაშის შემდეგ მივხვდი, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი მაქვს, რათა ფორმა დავიბრუნო.

ქალაქის გაცნობა უკვე მოვასწარი. პიტერი გელზენკირხენი არაა - დიდი მეგაპოლისია. პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგია.

ვითამაშებ თუ არა რუსეთის სუპერთასისთვის მატჩში? არ ვიცი, ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე ის ვიცი, რომ ფორმის აღდგენა მჭირდება"
, - თქვა ყენიამ.

ასევე იხილეთ:
ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენია ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ...
რუსებმა ლევან ყენიაზე წერა დაიწყეს: ქართველი ტალანტის პლუს-მინუსი
რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს
1+2 - ლევან ყენიამ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" კონტრაქტი გააფორმა
"ლელოსა" და Sportall.ge-ს პასუხად სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" საიტიდან ლევან ყენიას ფოტო გააქრო
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ლევან ყენია ვერ დამალა
ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყენიას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ!

თემიდან გადავუხვევ და ლელო რატომ არ აქვეყნებს "ქართული ოცნების" წევრი სპორტსმენების განცხადებას?
უძლევი
09:28 12-07-2012
0
ჯანმრთელობას გისურვებ ლევან,დანარჩენი შენ უკეთ იცი
LENG10
20:21 11-07-2012
0

სიახლეები პოპულარული