ლუჩანო სპალეტი: "ზენიტს" მხოლოდ ნანი და ჰალკი თუ გააძლიერებენ

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და რუსეთის ჩემპიონატის დაწყებამდე მის გუნდს გაძლიერება არ სჭირდება.

"თუ "ზენიტის" გაძლიერება გვინდა, მაშინ აუცილებლად მაღალი დონის ფეხბურთელები უნდა შევიძინოთ.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა გუნდი ჩემპიონატს 15-ქულიანი სხვაობით მოიგებს, მას მხოლოდ ნანისა და ჰალკის დონის ფეხბურთელები თუ გააძლიერებენ. ამიტომ ზუსტად ასეთი მოთამაშეები უნდა ვეძებოთ", - განაცხადა სპალეტიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ზენიტის" რიგებს ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია შეუერთდა, რომელმაც გუნდის შემადგენლობაში პირველი სპარინგ-მატჩი გამართა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

სპალეტის ეს
განცხადება ლევან ყენიას გულშემატკივრისთვის არცთუ კარგი მოსასმენი უნდა იყოს.

როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტი გუნდის შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებების მოხდენას ჯერჯერობით მაინც არ გეგმავს.

თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი ფეხბურთელი სპალეტის აზრს შეაცვლევინებს.

ასევე იხილეთ:
ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენია ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ...
ლევან ყენია: ტრავმა უკვალოდ გაქრა და მიხარია, რომ "ზენიტში" ვარ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული