სანდრო კობახიძე: ყოველ მესამე დღეს თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ფეხბურთელმა ალექსანდრე კობახიძემ მომავალი სეზონისთვის გუნდის მომზადებაზე ისაუბრა.

"გუნდმა სლოვენიურ შეკრებაზე ძალიან კარგად იმუშავა. რაც მთავარია, მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა და ახალი სეზონის დასაწყისს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით" , - უთხრა სანდრომ უკრაინული კლუბის ოფიციალურ საიტს.

"ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე გავამახვილეთ. ასევე, ბევრს დავრბოდით, ვმუშაობდით ბურთთან, ვამუშავებდით ტაქტიკას.

ჩვენს წინ სერიოზული სეზონია, სადაც ბრძოლა როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე გველის. თამაში ლამის ყოველ მესამე დღეს მოგვიწევს და კარგი ფიზიკური მომზადება გვჭირდება, ასეთ ტემპს რომ გავუძლოთ.

კონკრეტული ამოცანები ჩვენთვის
ჯერ არ დაუსახავთ, მაგრამ ისედაც ყველა ვხვდებით, რომ უკეთესი შედეგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ როგორც პრემიერლიგაში, ისე ევროპის ლიგაში.

ჩვენ ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავს. იმედი მაქვს, მათი რაოდენობა ახალ სეზონში კიდევ გაიზრდება. მათ გასაგონად კი, ვინც მხარში უკვე დიდი ხანია გვიდგას, ვიტყვი, რომ უდიდეს პატივს ვცემთ", - განაცხადა კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სათაური დაახლოებით ათჯერ წავიკითხე. ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა წერილის ავტორს.
odala
20:42 11-07-2012
0
odala--ანუ, სათანადოდ მოვემზადეთ იმისთვის, რომ ყოველ მესამე დღეს ვითამაშოთო :)
Burton
23:47 11-07-2012
0

სიახლეები პოპულარული