ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერც ლეგიონერებმა იყოჩაღეს

AutoSharing Option
ისევე, როგორც საქართველოს ჩემპიონი, არც ქართველი ლეგიონერები ყოფილან წარმატებულნი ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში.

ერევნის "ულისმა" ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლა და 0:1 წააგო. მასპინძელთა რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს თენგიზ უგრეხელიძემ და შოთა ჯიქიამ.

ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" შინ 0:2 წააგო შვეიცარიულ "ბაზელთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა ორი გოლი კი შვეიცარიის ნაკრების ფორვარდმა ალექსანდერ ფრაიმ გაიტანა.

ვერც ლეგიონერებმა იყოჩაღეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული