ერევნის "ულისმა" ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლა და 0:1 წააგო. მასპინძელთა რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს თენგიზ უგრეხელიძემ და შოთა ჯიქიამ.
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" შინ 0:2 წააგო შვეიცარიულ "ბაზელთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა ორი გოლი კი შვეიცარიის ნაკრების ფორვარდმა ალექსანდერ ფრაიმ გაიტანა.
ვერც ლეგიონერებმა იყოჩაღეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"