ლეგიონი ევროპალიგაზე: ირაკლი სირბილაძის გმირობა და "ვიტესის" კარგი შანსი

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 19 ივლისს გამართულ მატჩებში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმრავლესობასაც განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

გამონაკლისია ირაკლი სირბილაძე, რომლის "ინტერ ტურკუმაც" უდიდესი სენსაცია მოახდინა და სტუმრად ჰოლანდიურ "ტვენტესთან" 1:1-ს მიაღწია. ფინელთა ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

"ვიტესი" ბულგარეთში პლოვდივის "ლოკომოტივთან" ოთხჯერ იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში ოთხივეჯერ გაქვითეს. არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, გიორგი ჭანტურია თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო იყო.

ბუნებრივია, ეს შედეგი "ვიტესს" შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს უტოვებს.

ბაქოს "ინტერი",
სადაც ქართველები ყველაზე მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი, შინ ბერძნულ "ასტერასთან" 1:1-ს დასჯერდა. "ინტერის" რიგებში გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა სრულად ითამაშეს; გიორგი ადამია 89-ე წუთზე შეცვალეს, რევაზ თევდორაძე და ბაჩანა ცხადაძე კი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

ლევან კორღალიძის "ზიმბრუ" შვეიცარიაში "იანგ ბოიზთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მოლდოველებს სათადარიგოთა შორის ჰყავდათ და მას თამაშის საშუალება არ მისცემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული