ალექსანდრე ამისულაშვილმა და ნუკრი რევიშვილმა გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩში "კრასნოდარმა" "რუბინს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

კრასნოდარელთა ორივე გოლი მათი სომეხი ლიდერის, იურა მოვსისიანის ანგარიშზეა.

მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ნუკრი რევიშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა. რევიშვილმა 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

რუსეთის პირველ დივიზიონში ნალჩიკის "სპარტაკი" შინ 1:3 დამარცხდა "ნეფტეხიმიკთან". დავით სირაძე და გუჯა რუხაია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შესვენებისას ორივე შეცვალეს. სტუმართა რიგებში კი სრულად ითამაშა საბა კვირკველიამ.

დანიის სუპერლიგაში გორის "დილას" მეტოქემ, "ორჰუსმა" "ესბიერგს" უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა.

დავით დევდარიანი "ორჰუსის" ძირითადში
იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, დავით სხირტლაძე კი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.

გამარჯვებით დაიწყეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული