თარგმნილ წერილს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
მუყაითობა და წარმატების წყურვილი
ალექსანდრე იაშვილი მზად არის, ლიდერის როლი შეასრულოს "ბოხუმში". 34 წლის ქართველი ამბობს, რომ "ფეხბურთის თამაშს იმდენ ხანს ვაპირებ, სანამ ეს სიამოვნებას მანიჭებს. მძიმე შრომის გარეშე ამას ვერ შეძლებ. თუ სათანადოდ არ ხარ მომზადებული, ეს უკვე არასერიოზული იქნება".
ერთი ვარჯიში საკმარისი იყო იმისთვის, რომ მის თანაგუნდელებს
რამდენიმე წამია საჭირო, რომ დაინახო იაშვილის ხასიათი. მისი ღიმილი, ხელის ჩამორთმევა, ქცევა მოედანს მიღმა, რაც აგრეთვე მიუთითებს იმაზე, თუ როგორ სწყურია მას წარმატების მიღწევა.
ის თავიდანვე მიზანდასახული იყო ცხოვრებაში. 16 წლისას უკვე თბილისის "დინამოში" ჰქონდა დებიუტი. 19 წლის რომ გახდა, უკვე "ფრაიბერგის" ფეხბურთელი იყო. მასზე ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა - მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული და გვიჩვენებს იმას, რომ საქმისადმი სწორი დამოკიდებულებით ბევრის მიღწევა შეუძლიაო.
აღდგენითი პროცესი, კარგი ძილი, სწორი ვარჯიში, დაბალანსებული კვება - ყოველივე ეს იაშვილისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სერიოზულად არ ყოფილა დაზიანებული. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია და დატვირთვებს ნიჭის წყალობით უმკლავდება. მეტოქეებისთვის ძნელად მოსახელთებელია. ნაწილობრივ მას პატარა ყისმათიც ეხმარება.
იაშვილზე "ბუხუმის" სპორტული დირექტორი იენს ტოდტიც საუბრობს: "ის დიდი ადამიანია, რომელმაც ჩვენთან გადმოსვლა მყის გადაწყვიტა. ის ჩვენს გუნდს უდავოდ დაეხმარება".
იაშვილმა ბუნდესლიგაში 198 მატჩი ითამაშა, მეორე ბუნდესლიგაში კი - 213. თანამედროვე ფეხბურთში ძველმოდურად მიიჩნევა გამოთქმა - "კლუბის ერთგულება", თუმცა იაშვილისთვის ეს ასე არ არის.
იაშვილი მეოჯახე კაცია, ცხოვრებაზე დაფიქრებული ადამიანი, რომელსაც აფეთქებები საფეხბურთო მოედანზე ახასიათებს. ტოდტი მასზე იმასაც ამბობს, რომ იაშვილი გამოცდილი და მრავალმხრივი ფეხბურთელია, ვისაც მეტოქის მოსატყუებლად ყველანაირი საშუალება გააჩნიაო.
"ბოხუმის" მწვრთნელი ანდრეას ბერგმანი ამ ყველაფერს იმასაც ამატებს, რომ იაშვილი გუნდური ფეხბურთელიცააო.
დამდეგ სეზონში ქართველი სულ მცირე, "ბოხუმის" ლიდერობას უმიზნებს.
"მნიშვნელოვანი ის არის, რაც მოედანზე ხდება თამაშის დროს. ეს იმის საშუალებას უნდა გაძლევდეს, რომ თანაგუნდელებისგან პატივისცემა არ დაკარგო. ლიდერობისთვის ეს არის საჭირო".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილმა გოლი სუპერმარიოს გაუტანა
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...