ალექსანდრე იაშვილმა "გლადბახთან" მატჩში თანაგუნდელს გაატანინა

AutoSharing Option
დამდეგი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს მეორებუნდესლიგელი "ბოხუმი". ალექსანდრე იაშვილის და ნიკოლოზ გელაშვილის გუნდი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შეხვდა და 1:4 დამარცხდა.

წინა სეზონში "გლადბახი" ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა და შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდეს. რა გასაკვირია, რომ ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან "ბოხუმმა" ვერაფერი გააწყო.

"გლადბახი" უკვე მე-6 წუთზე დაწინაურდა ხუან არანგოს გოლით, მერე კი იაშვილის დახმარებით ლუკაშ სენკევიჩმა თავურით ანგარიში გაათანაბრა.

იაშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. გელაშვილი კი 67-ე წუთზე შევიდა მოედანზე ზლატკო დედიჩის ნაცვლად, როცა ანგარიში უკვე 1:4 იყო.

ეს "ბოხუმის"
ბოლო მატჩი იყო სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე. 4 აგვისტოს ჩვენებურთა გუნდი მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში დრეზდენის "დინამოს" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანული სტატია ალექსანდრე იაშვილზე - "მუყაითობა და წარმატების წყურვილი"
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული