ლეგიონერები: სანდრო კობახიძემ ევროპალიგის პლეი ოფისკენ ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
ევროპის ლიგას ოთხი ქართველი ლეგიონერი შემორჩა, რომელთა კლუბებმაც 2 აგვისტოს განსხვავებული წარმატებით ითამაშეს.

არნემის "ვიტესი" მახაჩყალის "ანჟის" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ჰოლანდიელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგოები იყვნენ.

კიევის "არსენალმა" კი სლოვენიურ "მურას" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. სანდრო კობახიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული