გიორგი ჯანელიძე ყაზანის "რუბინში" ისინჯება

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" კაპიტანსა და ლიდერს, გიორგი ჯანელიძეს გორის "დილასთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც შევიტყვეთ, იგი ყაზანში იმყოფება, სადაც იქაური "რუბინის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ახლა "რუბინის" მთავარი მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის გადასაწყვეტია, გაუფორმებს თუ არა კონტრაქტს 22 წლის ქართველ ნახევარმცველს.

სულ რამდენიმე დღეში შევიტყობთ, როგორ დასრულდება ჯანელიძის სინჯები.

რასაკვირველია, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ეს მისი კარიერისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამით "ვიტ ჯორჯიაც" იხეირებს, რომლის შემოსავლის უმთავრეს წყაროსაც სწორედ ტრანსფერები წარმოადგენს.

"რუბინს" ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ
მაინც შეგახსენებთ, რომ ყაზანელები ბოლო წლებში ორჯერ გახდნენ რუსეთის ჩემპიონები, წინა სეზონში კი რუსეთის თასი მოიპოვეს.

გასულ სეზონში "რუბინის" ღირსებას საბა კვირკველია იცავდა, უფრო ადრე კი მის შემადგენლობაში ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია და ნუკრი რევიშვილი ასპარეზობდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჯანელიძე: ალბათ, ისევ "ვიტ ჯორჯიაში" დავრჩები
გიორგი ჯანელიძე: არ მეგონა თემურ ქეცბაია ყურადღებას ასე მალე თუ მომაქცევდა
გიორგი ჯანელიძე: იმედი მაქვს, "ვიტ ჯორჯია" ჩემში მილიონებს არ მოითხოვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული