ლატვიელმა ჟურნალისტებმა მამუკა ღონღაძე საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
ლატვიის სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვით, ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის (ვირსლიგა) პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა ღონღაძე აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ "დაუგავპილსის" თავდამსხმელი საუკეთესო ფეხბურთელად მაისშიც აღიარეს, რაც სულაც არც იყო მოულოდნელი: ქართველმა ლეგიონერმა 5 შეხვედრაში 6-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

22 ტურის შემდეგ ლატვიური კლუბის 26 წლის ქართველი ლეგიონერი ვირსლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს: ღონღაძემ 13 ბურთი გაიტანა და უახლოეს მდევარს, იურმალას "სპარტაკის" მოთამაშე ანტონ ემელინს 5 გოლით უსწრებს.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ემელინი მცველია.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, ბოლო რამდენიმე
მატჩში ღონღაძეს ძირითად შემადგენლობაში თამაში არ დაუწყია და შედეგიანობა მკვეთრად შეამცირა - ბოლო 8 მატჩში (ჩემპიონატსა და ევროთასებზე) მხოლოდ 3-ჯერ გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძეს "ზარია" ჩაეშალა
მამუკა ღონღაძე ლატვიაში მწვრთნელებმაც აღიარეს
"დაუგავამ" მამუკა ღონღაძეს სარმა დაუდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული