ოფიციალურად: მათე ვაწაძე "ორჰუსის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
გორის "დილას" თავდამსხმელი მათე ვაწაძე დანიური "ორჰუსის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დანიური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო.

ქართველმა ფორვადმა დანიურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

"ორჰუსის" სპორტულმა დირექტორმა ბრაიან სტინ ნილსენმა ვაწაძესთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ფეხბურთელზე ისაუბრა.

"მათემ ჩვენთან თამაშის დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრ პრობლემასაც გვიქმნიდა. ამის შემდეგ მას ვაკვირდებოდით და დავრწმუნდით, რომ ვაწაძე ნიჭიერი ფორვარდია, რომელსაც შეუძლია ჩვენი გუნდი გააძლიეროს.

რა თქმა უნდა მას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ აქაურ პირობებს მიეჩვიოს,
მაგრამ დარწმუნებული ვარ მათე ძალიან გამოგვადგება".


შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" დანიის "ორჰუსს" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და გასვლით შეხვედრაში 2:1 დაამარცხა, ხოლო შინ 3:1.  ვაწაძემ ორივე მატჩში ჯამში სამი გოლი გაიტანა.

2 სექტემბერს დილით ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო შემდეგ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ჩემს გადაწყვეტილებაზე რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა მთავარი როლი. პირველ რიგში, კლუბის მხრიდან დაინტერესებამ, ასევე ძალიან მომეწონა აქაური გარემო და ქალაქი.

გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ "ორჰუსში" ორი ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს. ეს ფაქტი უფრო გამიადვილებს გუნდში ადაპტაციას. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებს".


მათე ვაწაძე "ორჰუსში" 21-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ "ორჰუსში" დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მათე!!! გისურვებ წარმატებას შენს ახალ კლუბში.
badri555
03:18 03-09-2012
0
ფულია, ალბად მთავარი ფაქტორი, თუმცა მეშოკებით არც მანდ მიაკრიან. ცოტა უნდა მოეცადა, ბევრად უფრო კარგ გუნდს იმსახურებდა. სუერტე
levan
01:05 03-09-2012
0

სიახლეები პოპულარული