ლუცკელები თასის შეხვედრას ჩერკასში ატარებდნენ და 87-ე წუთზე სენსაციის სუნი დატრიალდა. "სლავუტიჩის" კაპიტანმა "ვოლინის" კარში გოლი გაიტანა. მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა. იომი ამ დროს უკვე 10 წუთის შესული იყო მინდორზე. "ვოლინი" მთელი გუნდით შეტევაში გადავიდა და კომპენსირებულ დროში იომიმ იხეირა. მან თავით ლამაზი გოლი შეაგდო.
მასპინძლებმა მატჩი განაახლეს და მსაჯის სასტვენიც გაისმა. აი, დამატებით
შინ, ლუცკისკენ მიმავალ გზაზე, იომის დავუკავშირდით და მან ასეთი რამ განაცხადა:
- ბედნიერი ვარ. პირველი გოლი შევაგდე და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მიმაჩნია, რომ ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. ვიმსახურებდით მოგებას და ეს შევძელით.
ცხადია, როდესაც გოლი გაგაქვს, კმაყოფილი უნდა იყო. ასეცაა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რაც უნდა გავაკეთო ახალი გუნდისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამარჯვებამ ბევრს გაუხარა გული და მადლობა მინდა ვუთხრა მათ.
- იომი, ლუცკში როგორ მოეწყვეთ?
- გუნდმა ბინა მიქირავა, სტადიონთან ახლოსაა. სულ რაღაც 10 წუთის სავალ გზაზეა და კმაყოფილი ვარ, გზაში არ ვიღლები.
- კარგი პირობები გაქვთ?
- ნორმალური, კმაყოფილი ვარ.
- გუნდს როგორ შეეწყვეთ?
- ჩინებულად. კარგი ბიჭები არიან. თავიდან რომ ჩავედი, როგორც პატარა ბიჭს, ისე მიყურებდნენ. ახლა კუნთები დასკდომაზე არ მაქვს, მაგრამ ჯანზე ვარ. აი, ისინი კი ნამდვილად საკმაოდ ძლიერები არიან ფიზიკურად და იფიქრეს, ეს რა პატარა ვინმეაო.
მაგრამ ბურთი რომ მივიღე, ერთი და ორი ჩამოვიტოვე… რამდენჯერმე გავაკეთე, დავუსხლტი და… ოოო… მერე უკვე სხვა თვალით დამიწყეს ყურება.
- ახლა ხომ საერთოდ…
- მთელი გუნდი მილოცავდა. როგორია, თასის მერვედფინალში გასვლა გვინდოდა და ეს გუნდი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. საჭირო, ძალიან საჭირო გოლი გავიტანე.
- ანატოლი დემიანენკო როგორი პიროვნებაა?
- ჯიგარი, ჯიგარი (იცინის).
- პისკოვეცი არ გინახავთ?
- ვერ ვნახე, მაგრამ დამირეკა. სამწუხაროდ, ცუდად არის "პალიჩი". საავადმყოფოში წევს, პრობლემები აქვს. მაგრამ მითხრა, იომი, მაგარი ბიჭი ხარ და მიხედე თავსო.
- ე.ი. კმაყოფილი ხარ…
- მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარია, გუნდი იყოს ჩემი თამაშით კმაყოფილი. მაგრამ ვიცი, რომ მე მხოლოდ ახლა ვიწყებ.
www.fcgagra.ge