ქართველი ნახევარმცველი სასტარტო თერთმეტეულში გაამწესეს, მისმა ახალმა გუნდმა კი შინ მახაჩყალის "ანჟისთან" 0:1 წააგო.
გრიგალაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს.
გია ნერგაძემ კი სამხრეთ აფრიკის "რვათა თასი" მოიგო. ამ გათამაშებაში ქვეყნის ჩემპიონატში რვა საუკეთესო ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობს.
ნერგაძის "მოროკა სვალოვსმა" ფინალში "სუპერსპორტ იუნაიტედს" 2:1 სძლია. რაც მთავარია, ნერგაძემ მატჩის მე-18 წუთზე გოლი გაიტანა. მისი დარტყმა გამათანაბრებელი იყო, "მოროკამ" კი გამარჯვების გოლი შეხვედრის მიწურულს შეაგდო.
ნერგაძემ შეუცვლელად ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შოთა გრიგალაშვილი: თუ "ალანიას" დასჭირდება, კარშიც დავდგები