ლევან ყენია: ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელმა შანსი მომცა

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლევან ყენიამ "გოვერლასთან" უკრაინის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ლვოველთა რიგებში თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. "კარპატიში" ყენიას გარდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბუბა დაუშვილი ირიცხება.

აქვე გეტყვით, რომ მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ყენიას კი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მეტოქე გუნდის კარი ძელმა იხსნა.

"ორი წლის წინ ფეხბურთს საერთოდ ვერ ვთამაშობდი. ამიტომ ძირითადში გამოჩენამ ძალიან გამახარა. ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელმა შანსი მომცა.

მატჩის შედეგი? აქ სასიხარულო ნამდვილად ცოტაა. შეგვეძლო
და უნდა მოგვეგო კიდეც, თუმცა არ გაგვიმართლა.

"გოვერლას" კარი ორჯერ ძელმა იხსნა", - განაცხადა ყენიამ "კარპატის" ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

უკრაინული კლუბის წარმომადგენელი ასევე საქართველოს ნაკრების თემით დაინტერესდა.

- სულ ახლახან დაბრუნდი ნაკრებიდან, სადაც მაშინაც გიძახებდნენ, როცა "კარპატიში" არცთუ ისე სტაბილურად გამოდიოდი მოედანზე...

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ნაკრებში არ დავავიწყდი და თვლიან, რომ ეროვნული გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია. თუმცა ორი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ.

რაც შეეხება გამოძახებას, თემურ ქეცბაიას ნიკოლაი კოსტოვთან ("კარპატის" მთავარი მწვრთნელი) ურთიერთობა აქვს და ამიტომ მან იცოდა, თუ რა ფორმაში ვიმყოფებოდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული