ზაქარია ბეგლარიშვილი თავისუფალი აგენტი ხდება

AutoSharing Option
ტალინის "ფლორას" ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ბეგლარიშვილი წლევანდელ სეზონს მაღალ დონეზე ატარებს - 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ესტონეთის ჩემპიონატის 27 მატჩში 17 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირია.

34 ტურის შემდეგ ქართველი ლეგიონერი მეისტრილიგის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა და ტარნო ნეემელოსა ("კალიუ", 22 გოლი) და ვლადისლავ ივანოვს ("ტრანსი", 20 გოლი) ჩამორჩება.

თუმცა ნახევარმცველისთვის ასეთი შედეგიანობა თუნდაც ესტონეთის ჩემპიონატში ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ბეგლარიშვილს "ფლორასთან" კონტრაქტი უმთავრდება და დავინტერესდით, რას აპირებს ახალი სეზონიდან.

"კონტრაქტი ნოემბერში მიმთავრდება, მაგრამ ჯერ წარმოდგენა არ მაქვს, დავრჩები თუ სხვაგან
ვითამაშებ. ახლა მსურს, სეზონი კარგად დავასრულო, მერე თბილისში ჩამოვიდე და კარგად დავისვენო. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ახალი წლიდან სად ვითამაშებ.

"ფლორამ" კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზა, მაგრამ დარჩენა აღარ მიღირს. ესტონელებსაც ეს ვუთხარი, ჯერ არაფერზე ლაპარაკი არ მსურს-მეთქი, მაგრამ საკმაოდ წარმატებული სეზონის შემდეგ მჯერა, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება"
- ამბობს ბეგლარიშვილი.

ზაქარია ბეგლარიშვილის გადაყვანა 2011 წელს რუსთავის "ოლიმპს" სურდა, გუნდთან ერთად თურქეთში ემზადებოდა და საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა, მაგრამ შეკრების შემდეგ ესტონელებმა ქართული კლუბი უარით გაისტუმრეს.

წლეულს, ზამთარში, ნახევარმცველით თბილისის "დინამო" დაინტერესდა, ზაფხულში კი უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მაგრამ არც ერთს არაფერი გამოუვიდა - "ფლორა" ქართველ ლეგიონერს ვერ ელეოდა. ან რა გასაკვირია, 2011 წლის ზაფხულში ბეგლარიშვილით ცნობილი პოლონური კლუბი, კრაკოვის "ვისლა" დაინტერესდა და ტალინური კლუბის ხელმძღვანელებმა ეს ტრანსფერიც ჩაშალეს.

ახლა კი ბეგლარიშვილს ესტონეთიდან წამოსვლის მშვენიერი შანსი უჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული