ცნობილი გახდა, რომ 1 დეკემბერს გასამართ აღმასკომის სხდომაზე რამდენიმე მოდელს განიხილავენ, მათ შორის, ინგლისურსაც. საუკეთესო შემთხვევაში, კლუბს 7 ლეგიონერის დამატების უფლება ექნება.
ვარიანტი 1: 6 ლეგიონერი+5 ადგილობრივი. ეს ვარიანტი დღემდე მოქმედებს.
ვარიანტი 2: 7+4. ამ დროს უცხოელმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს:
ა - განაცხადში მოსახვედრად, უცხოელმა წინა სეზონში საკუთარი კლუბის შემადგენლობაში შეხვედრათა 70 პროცენტი უნდა ჩაატაროს.
ბ - განაცხადში მოსახვედრად, უცხოელმა წინა შესარჩევ ციკლში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების
თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, გუნდი მოთამაშეს განაცხადში მაინც შეიყვანს, მაგრამ ვალდებული იქნება, 2 მილიონი რუბლი (დაახლოებით 63 700 დოლარი) გადაიხადოს. აქედან შესული თანხებით კი რუსეთში საბავშვო ფეხბურთის პროექტები დაფინანსდება.
და კიდევ: როგორც ჩანს, საბოლოოდ წერტილი დაესმება ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებისთვის შექმნილ სასათბურე გარემოს: თუ რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომმა ახალი დებულება დაამტკიცა, ლეგიონერად ჩაითვლება ორი პასპორტის მქონე ყველა ის მოთამაშე, რომელიც რუსეთის ნაკრებში არ თამაშობს.
ასეთ შემთხვევაში, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ზოგიერთ ქართველს პრობლემები შეექმნება. უკვე 12 ტური გაიმართა და ვნახოთ, ვინ რამდენჯერ ითამაშა კლუბსა და საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში:
კლუბი ნაკრები
1. ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი") - 4 მატჩი (33,33%), 2 მატჩი (50%),
2. ალეკო ამისულაშვილი ("კრასნოდარი") - 12 (100%), 4 (100%)
3. გია გრიგალავა ("ვოლგა") - 12 (100%), 3 (75%)
4. ჯანო ანანიძე ("სპარტაკი") - 7 (58,33%), 3 (75%)
5. შოთა გრიგალაშვილი ("ალანია") - 4 (33,33%), 0 (0%)
6. მერაბ ურიდია ("რუბინი") - 0 (0%), 0 (0%)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"