ვლადიკავკაზის "ალანიას" ახალწვეულმა შოთა გრიგალაშვილმა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" საშინაო შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.
იგივე შეძლო "კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა "ვოლგასთან" მატჩში.
შედეგიანი პასია ასევე გურამ კაშიას ანგარიშზე, თუმცა ამან "ვიტესი" საშინაო მარცხისგან ვერ იხსნა.
"ინტერ ტურკუ" ფინეთის ვიცე-ჩემპიონია, მისი წამყვანი თავდამსხმელი ირაკლი სირბილაძე კი ვეიკაუსლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მართალია, ბოლო ტურში
რაც შეეხება ნეგატიურ ამბებს, სეზონში პირველად, ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმის" 18-კაციან განაცხადშიც კი არ ყოფილა, "ქაისერისფორის" წევრ ზურაბ ხიზანიშვილისთვის კი ეს პირველი შემთხვევა არ არის.
ცუდია ისიც, რომ ნუკრი რევიშვილმა "კრასნოდარის" ძირითადში ადგილი დაკარგა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მწვრთნელებს, თურქეთში შოთა არველაძის "ქაშიმფაშამ" საკუთარ კედლებში სახელოვან "ბეშიქთაშთან" ვერაფერი გააწყო და 1:3 დამარცხდა; აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" შინ აზალ-თან 1:1-ს დასჯერდა, მაგრამ პრემიერლიგის ერთპიროვნულ ლიდერობას მაინც ინარჩუნებს. მეორე ადგილზე კვლავ კახა ცხადაძის "ინტერია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილი: ზამთარში შეიძლება კლუბი გამოვიცვალო, გამორიცხული არაფერია
რომელ ქართველ ლეგიონერებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში?