ხუანდე რამოსს ჯაბა კანკავა არა ქართველი, არამედ უკრაინელი ჰგონია?

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" პრეზიდენტმა იგორ კოლომოისკიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხუანდე რამოსის შეცდომაზე ისაუბრა, რის გამოც "დნიპროს" "ზარიასთან" შეხვედრაში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დროს რამოსმა მოედანზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გამოიყვანა, რითაც ლეგიონერებზე არსებული ლიმიტი დაარღვია.

"ყველასთვის ნათელია, რომ ეს რამოსის შეცდომა იყო. მან ბოდიში მოიხადა და ჩვენც ამ ამბავს გაგებით ვეკიდებით. აბა, ვინ იტყვის, რომ მას წაგება განგებ უნდოდა?

მას გამარჯვება სურდა და გაგანია ბრძოლაში, როდესაც არ არის კალკულ
ატორით ანგარიშის დრო, მას არ შეეძლო განესაზღვრა, გუნდში ვინ უკრაინელია
და ვინ არა, ანუ - ვის აქვს ქვეყნის პასპორტი და ვის არა.

ან იქნებ სულაც რამოსს ეგონა, რომ კანკავა არა ქართველი, არამედ უკრაინელია?"
- თქვა კოლომოისკიმ.

ასევე იხილეთ:
ჯაბა კანკავა: "ნაპოლი" ძლიერი გუნდია, მაგრამ ქულების დაკარგვა არ შეიძლება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული