შეგახსენებთ, რომ მატჩის დროს რამოსმა მოედანზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გამოიყვანა, რითაც ლეგიონერებზე არსებული ლიმიტი დაარღვია.
"ყველასთვის ნათელია, რომ ეს რამოსის შეცდომა იყო. მან ბოდიში მოიხადა და ჩვენც ამ ამბავს გაგებით ვეკიდებით. აბა, ვინ იტყვის, რომ მას წაგება განგებ უნდოდა?
მას გამარჯვება სურდა და გაგანია ბრძოლაში, როდესაც არ არის კალკულატორით ანგარიშის დრო, მას არ შეეძლო განესაზღვრა, გუნდში ვინ უკრაინელია
ან იქნებ სულაც რამოსს ეგონა, რომ კანკავა არა ქართველი, არამედ უკრაინელია?" - თქვა კოლომოისკიმ.
ასევე იხილეთ:
ჯაბა კანკავა: "ნაპოლი" ძლიერი გუნდია, მაგრამ ქულების დაკარგვა არ შეიძლება