რატომ დაურეკა ქეცბაიამ იაშვილს, კობიაშვილმა კი ქეცბაიას

AutoSharing Option
35 წლის ლევან კობიაშვილი ჯერაც დისკვალიფიცირებულია და გაისად, თებერვლიდან შეეძლება ბერლინის "ჰერტაში" თამაში მეორე ბუნდესლიგაში. მანამდე ის მხოლოდ ვარჯიშობს. ჯერ არც ამხანაგურ მატჩებში არ აქვს თამაშის უფლება.

კობიაშვილს ტელეფონით შევეხმიანეთ გერმანიაში და ჯერ იმაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა, აპირებს თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავის წამოყენებას...

- ამ საკითხზე კონკრეტული რამ რომ გითხრათ, ჯერ ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგრამ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ორი წლის შემდეგ გაიმართება.
ასე რომ, ამ მომენტში საკითხი ასე დგას - მინდა თუ არა ფედერაციის პრეზიდენტობა. ზოგადად კი, მაქვს სურვილი, რომ ფეხბურთელობის მერე საქართველოში დავბრუნდე და ქართულ ფეხბურთში ვისაქმიანო.

- "ჰერტა" ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის და თუ ეს მოახერხეთ, ალბათ, ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებაზე უარს არ იტყვი...
- პირველი წრე ერთ თვეში დასრულდება, იანვარში უკვე მოსამზადებელი ეტაპი დაიწყება... თებერვლამდე დიდი დრო აღარ დარჩა. "ჰერტასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით მაკავშირებს და რომ ვერ მოვახერხოთ ბუნდესლიგაში დაბრუნება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას არ ვაპირებ.

- საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს ალბათ უყურე...
- გული დამწყდა, რომ ამ შესარჩევში პირველი ორი თამაშის შემდეგ ასე გამოვედით. მეტს ველოდი. სამწუხაროდ, შეცდომების გამო უკეთესი შედეგი ვერ ვაჩვენეთ, ფინეთთან ორი ქულა დავკარგეთ...

- თემურ ქეცბაიასთან სატელეფონო კავშირი გაქვს? შევიტყვეთ, რომ მის ზარს არ უპასუხე...
- მან ჯერ იაშვილს დაურეკა, მეორე დღეს კი მე, მაგრამ ვარჯიშზე ვიყავი და ზარს ამიტომ ვერ ვუპასუხე. ამის შემდეგ მას აღარ დაურეკავს და არც მე დამირეკია მისთვის.

გარკვეული დროის შემდეგ კი, როცა საქართველოს ნაკრებმა ბელორუსს მოუგო, დავურეკე ქეცბაიას და გამარჯვება მივულოცე. გამარჯვება მთელ გუნდსაც მივულოცე, ქეცბაიას და ნაკრებს წარმატება ვუსურვე.

ქეცბაიამ თვითონაც კარგად იცის, რომ არ ვიმსახურებდი ნაკრებიდან ასე წასვლას. როგორც ვიცი, მანაც აღიარა ეს...

ლევან კობიაშვილი: ქეცბაიას დავურეკე და გამარჯვება მივულოცე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეტი ხალხის დაკარგვა არ სჰეიზლება ქარტულ პეხბურტსჰი
vaxo
18:15 09-11-2012
0
ძალიან კარგი ფეხბურთელია ლევანი:*
სადაც კი ვიტყვი ჰამბურგში რომ ქართველი ვარ, არ არსებობს არ მითხრან "Georgien?? ja, kobiashvili! " :) ძალიან გვიყვარხარ ლევან
0

სიახლეები პოპულარული