12 ნოემბერს ჰელსინკიში, ფინეთის უმაღლესი ლიგის დაჯილდოების ცერემონიაზე, სირბილაძემ სპეციალური პრიზი მიიღო და გალა-წარმოდგენის მთავარი გმირი გახდა.
ფინეთში წარმატებამდე ფეხბურთელის რთული კარიერა თბილისში დაიწყო. ტანმაღალმა ფორვარდმა საკლუბო დონეზე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ნოდარ აკობიას გაწვრთნილ თბილისის "ლოკომოტივში" გაატარა.
მოგვიანებით მეგობრის, ლაშა ჩხაიძის რჩევითა და დახმარებით, ფინეთის მესამე ლიგის კლუბში აღმოჩნდა.
არასათანადო პირობებში ვარჯიშის მიუხედავად, მან გასულ წელს პირველ
ფინეთის ქვედა ლიგაში წარმატებული ფორვარდი ახალი სეზონის წინ ქვეყნის საუკეთესო კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა. ყველაზე სასურველი კონტრაქტი კი ქართველ თავდამსხმელს ტურკუს "ინტერმა" შესთავაზა.
"ასეთ კლუბში თამაშის შესაძლებლობა რომ მოგცენ, ადგილობრივზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელი უნდა იყო; ამიტომ ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ფინეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ჩარიცხვა" - ამბობს სირბილაძე.
უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში, ფეხბურთელი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და ბოლო ტურამდე მისი კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ირაკლი სირბილაძე იყო.
"ინტერი" ჩემპიონობისთვის, ქართველი ფეხბურთელი კი, ბომბარდირობისთვის ჩემპიონატის ბოლო ტურამდე იბრძოდა. საბოლოოდ, ტურკუს კლუბი ჩემპიონატში მეორე ადგილს დასჯერდა. სირბილაძემ კი სეზონში ყველაზე მეტი - 17 გოლი გაიტანა.
ამ მიღწევამდე სკანდინავიის მასშტაბით ერთ-ერთმა საუკეთესო გოლეადორმა თემურ ქეცბაიასგან პირველი სანაკრები მიწვევა მიიღო.
15 აგვისტოს, ლუქსემბურგთან ამხანაგურ შეხვედრაში სირბილაძეს ეროვნული ნაკრების მაისური პირველად ემოსა. სირბილაძეს ლუქსემბურგამდე არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.
"ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო ამ ასაკში ეროვნულ გუნდში გამოძახება და ამისთვის თემურ ქეცბაიას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. მიხარია, რომ შრომა და რთულად გავლილი გზა დამიფასდა" - განაცხადა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ირაკლი სირბილაძემ.
წლევანდელი სეზონის შემდეგ ფეხბურთელი კიდევ უფრო მოტივირებულია. ტურკუს "ინტერი" მომავალ წელს ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ნაკრებს კი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩები ელოდება.
ბოლო ხუთწლეულის მანძილზე, ირაკლი სირბილაძე პირველი უცხოელი ფეხბურთელია, რომელმაც ფინეთში ბომბარდირის ტიტული მიიღო.
28 წლის ფორვარდით დაინტერესებას რამდენიმე კლუბი გამოთქვამს. ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ მომავალი სეზონი რომელიმე სხვა სკანდინავიურ ლიგაში დაიწყოს.
gff.ge
ასევე იხილეთ:
ირაკლი სირბილაძე: სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია...