www.sovsport.ru-ს ცნობით, კატალონიელებთან დაპირისპირებისთვის გუნდთან ერთად ემზადება მოსკოველთა ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც, რომელიც მამის გარდაცვალების გამო გარკვეული დროით კლუბიდან გათავისუფლებული იყო.
ათამაშებს თუ არა მოსკოველთა თავკაცი უნაი ემერი ქართველს მომავალ მატჩში, წინასწარ ძნელი სათქმელია. ცნობილი ისაა, რომ "სპარტაკს" "ბარსასთან" ტრავმების გამო თავდამსხმელი არტიომ ძიუბა და ნახევარმცველი ეიდენ მაკგიდი ვერ დაეხმარებიან.
თავის მხრივ, უნაი ემერიმ კატალონიელებთან მატჩის წინ მეტად ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა.
"ბარსელონამ" წინა ტურში "სელტიკთან" წააგო (1:2)
გაითვალისწინეთ, რომ თავადაც გვინდა, ევროთასებზე ბრძოლა გავაგრძელოთ.
არაერთ გუნდს უთამაშია "ბარსელონასთან" ისევე, როგორც "სელტიკს", მაგრამ დამარცხებულა.
"ვალანსიაში" მუშაობის დროს კატალონიელთა წინააღმდეგ აგრესიულად ვთამაშობდით და ფრეს არაერთხელ მივაღწიეთ. ვფიქრობ, მათთან არცთუ ცუდი ბალანსი გვქონდა. მომავალი მატჩის წინ ამ გამოცდილებასაც გავითვალისწინებთ.
"სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგაში კარგად თამაშობს: "ფენერბაჰჩესთან" 2:1, შინ "ბენფიკასთან" - 2:1, სტუმრად "ბარსელონასთან" - 2:3. ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია განსხვავებულ ვითარებასა და მეტოქეს მოვერგოთ", - თქვა ბასკმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძეს ქართველების მხარდაჭერა სჭირდება!
უნაი ემერი გააკრიტიკეს - რა უნდოდა ჯანო ანანიძეს სათადარიგოთა სკამზე?!
საფეხბურთო რუსეთმა ჯანო ანანიძე აირჩია - ქართველი ტურის რჩეულია!