ლევან ყენია: კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მოვუმატებ

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ქართველმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ "ვორსკლასთან" (2:0) უკრაინის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ყენიამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველი ფეხბურთელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლესაც ქვემოთ გთავაზობთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ყენიას გარდა "კარპატიში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუბა დაუშვილიც ირიცხება. ორივე ქართველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

- ძალიან კარგია, რომ სამი ქულა ავიღეთ. კმაყოფილი ვარ, მაგრამ დავიღალე.

- "ვორსკლამ" "კარპატის" პრობლემები არ შეუქმნა?
- არა, სამაგიეროდ ჩვენ გვქონდა უამრავი 100-პროცენტიანი მომენტი. ყველა რომ გამოგვეყენებინა,
შესვენებამდე 1:0-ზე დიდი ანგარიში იქნებოდა და მეორე ტაიმი მხოლოდ ფორმალობა გახდებოდა.

- ჩანდა, რომ "კარპატი" საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო
- გადავწყვიტეთ, ჩვენი ფანების ერთ-ერთი დაჯგუფება "ბანდერშტადტისთვის" დაგვეჭირა მხარი, რომელიც დაბადების დღეს ზეიმობდნენ.

ქომაგები ჩვენ გვიდგანან მხარში, ჩვენ კი მათ. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს და კიდევ ერთხელ მივულოცო.

- უკრაინაში გატარებული პერიოდი რომ გავაანალიზოთ, არ ნანობ "კარპატიში" გადასვლას?
- არანაირად! აქ თავს კარგად ვგრძნობ. სამი გოლი გავიტანე და კარგ ფორმაში ვარ. წინ შეკრება გველის და კიდევ უფრო მოვუმატებ.

რა თქმა უნდა, დაღლილობაც არის, მაგრამ გაივლის და მომდევნო სეზონში ყველაფერი კარგად იქნება.

- მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი რით დაგეხმარა, რამე გასწავლა?
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისი მადლობელი ვარ, რომ გუნდი საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. ძალიან მსიამოვნებს ასეთ ჭკვიან მწვრთნელთან მუშაობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული