ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ჰოლანდიის ერედივიზიონის თვის სიმბოლურში "ვიტესის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია შეიყვანეს.
მარცხენა მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი, მიმდინარე ერედივიზიონის ბომბარდირი ვილფრედ ბონი, ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი და მეკარე პიტ ველთუიზენი - სიმბოლურში ეს ვიტესელებიც მოხვდნენ.
25 წლის კაშია მართლაც სტაბილურად თამაშობს ამ სეზონში და არცთუ მცირეა იმის ალბათობა, რომ მალე უკეთეს ლიგაში გადავიდეს.
ასევე იხილეთ:
გურამ კაშია ჩემპიონობისთვის იბრძვის, ლევან ყენია კვლავ სასარგებლოა [VIDEO]