გურამ კაშიას მორიგი აღიარება ჰოლანდიაში

AutoSharing Option
პოპულარულმა ჰოლანდიურმა გამოცემა Voetball International-მა ნოემბრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც არნემის "ვიტესის" ხუთი ფეხბურთელი და გუნდის მწვრთნელი ფრედ რუტენი მოხვდნენ.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ჰოლანდიის ერედივიზიონის თვის სიმბოლურში "ვიტესის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია შეიყვანეს.

მარცხენა მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი, მიმდინარე ერედივიზიონის ბომბარდირი ვილფრედ ბონი, ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი და მეკარე პიტ ველთუიზენი - სიმბოლურში ეს ვიტესელებიც მოხვდნენ.

25 წლის კაშია მართლაც სტაბილურად თამაშობს ამ სეზონში და არცთუ მცირეა იმის ალბათობა, რომ მალე უკეთეს ლიგაში გადავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
გურამ კაშია ჩემპიონობისთვის იბრძვის, ლევან ყენია კვლავ სასარგებლოა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული