წერილის ავტორი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი დღეისათვის აგენტობით არის დაკავებული.
ქინქლაძემ მანჩესტერი მანამდე გააოგნა, ვიდრე მესიმ ბარსელონა
"მსოფლიო სირცხვილით უნდა იწვოდეს, გიორგი ქინქლაძე ახლა მართლაც მოსკოვის საფეხბურთო აგენტი თუ არის. მისი სახელი ბოლოს აგვისტოში გაჟღერდა, როდესაც "ზენიტს" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ნანის შეძენა სურდა.
ნუთუ გიორგი საფეხბურთო აგენტია? ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში სამი საუცხოო სეზონი ჩაატარა, თამაში სანახაობად აქცია და კლუბისადმი ერთგულების
და ახლა ის აგენტია? ეს დღევანდელი მსოფლიოს სასტიკი რეალობაა.
ქინქლაძე პრემიერლიგაში იმ პერიოდში გამოჩნდა, როდესაც ევროთასებიდან მოკვეთის შემდეგ ინგლისური კლუბები მთელი ძალებით ცდილობდნენ ევროპელებთან ჩამორჩენის შემცირებას (1985 წლის 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულისა" და "იუვენტუსის" შეხვედრისას, ბრიუსელის "ეიზელის" სტადიონზე 39 ადამიანი გარდაიცვალა, უეფამ კი ინგლისური კლუბები ევროტურნირებიდან ხუთი წლით მოკვეთა).
ალბათ, ბევრს უკვე დაავიწყდა, გიორგიმ რა შესანიშნავი სამი სეზონი ჩაატარა "მეინ როუდზე". თუ თქვენ "მანჩესტერ სიტის" მატჩების ცქერის განსაკუთრებული სურვილი არ გქონდათ, ქინქლაძე ამის მიზეზს გაგიჩენდათ.
ამ ცაცია მოთამაშეს შეეძლო, მოწინააღმდეგე იოლად და ეფექტურად ჩამოეცილებინა. უყვარდა ლამაზად თამაში, რამდენიმე მცველის გვერდის ავლა.
შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ქინქლაძის საუკეთესო ეპიზოდების ცქერისას გიჩნდება აზრი, რომ ლიონელ მესი დღეს იმავეს აკეთებს.
"იუთუბზე" არის კიდეც კლიპი "მესი VS ქინქლაძე".
Video
ლიონელ მესი VS გიორგი ქინქლაძე
ლიონელ მესი VS გიორგი ქინქლაძე
წამიერად დაივიწყეთ ამ ორი მოთამაშის მოწინააღმდეგეთა შორის სხვაობა და საერთო თვისებებს აღმოაჩენთ: დახრილი თავით მოძრაობა, მიზნისკენ სწორი და არაორდინარული სვლა, საოცარი დრიბლინგი.
მეორე ფეხბურთელი, ვისაც ქინქლაძე ჰგავს, რუმინელი გეორგე ხაჯია, "კარპატელი მარადონა". არ არის გასაკვირი, რომ "გალათასარაის", სადაც ჰაჯი თამაშობდა, ქინქლაძის გადაყვანა სურდა.
როგორ მოხდა, რომ ქინქლაძემ პრემიერლიგაში მხოლოდ რამდენიმე სეზონი ითამაშა, მას ხომ გაცილებით დიდხანს უნდა ებრწყინა? შემდეგ "დერბიში" ითამაშა, მაგრამ იქ უკვე ძველებურად ვეღარ გამოიყურებოდა.
ეს ის პერიოდია, როდესაც ინგლისის პრემიერლიგა ჯერ კიდევ ძალას იკრებდა, მაგრამ უკვე თამაშობდნენ ერიკ კანტონა, ჯან-ფრანკო ძოლა, დენის ბერგკამპი, იურგენ კლინსმანი, დევიდ ჟინოლა, რომლებიც ბურთთან ისეთივე ოსტატები იყვნენ, როგორიც ჯიმი ჰენდრიქსი - გიტარაზე.
გიორგი ქინქლაძე მათ შორისაც ღირსეულად გამოიყურებოდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თაობები, რომლებიც საქართველომ ვერ დააფასა
გიორგი ქინქლაძე "ზენიტს" ლუიშ ნანის შეძენაში ეხმარება
გიორგი ქინქლაძე: ვხედავ, რაც საქართველოს ნაკრების გარშემო ხდება, მაგრამ...
სატრანფერო აგენტობა არაა სირცხვილი რადგან საფეხბურთო პროფესიაა მაგრამ რ=ისეთი ფეხბურთელი როგორიც ქინქლაძე იყო და აგენტია ეხლა ისაა სირცხვილი ამის ავტორს მხედველობაში არ ქონია კერძოდ აგენტობა უბრალოდ როცა ასეთი დონის ფეხბურთელი ხარ და მესის გადარებენ(ჩემის აზრით სჯობს მესის) და მერე "ცნობილი არაა ეგაა სირცხვილი და ტრაგედია"