The National: ლიონელ მე­სიმ­დე იყო გიორგი ქინ­ქ­ლა­ძე [VIDEO]

AutoSharing Option
ირლანდიურ გამოცემა The National-ში გამოქვეყნებული წერილი ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ ლეგენდას, "მანჩესტერ სიტის" ყოფილ პლეიმეიკერ გიორგი ქინქლაძეს მიეძღვნა.

წერილის ავტორი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი დღეისათვის აგენტობით არის დაკავებული.

ქინ­ქ­ლა­ძემ მან­ჩეს­ტე­რი მა­ნამ­დე გა­ა­ოგ­ნა, ვიდ­რე მე­სიმ ბარ­სე­ლო­ნა
"მსოფ­ლიო სირ­ცხ­ვი­ლით უნ­და იწ­ვო­დეს, გი­ორ­გი ქინ­ქ­ლა­ძე ახ­ლა მარ­თ­ლაც მოს­კო­ვის სა­ფეხ­ბურ­თო აგენ­ტი თუ არის. მი­სი სა­ხე­ლი ბო­ლოს აგ­ვის­ტო­ში გაჟ­ღერ­და, რო­დე­საც "ზე­ნიტს" "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დი­დან" ნა­ნის შე­ძე­ნა სურ­და.

ნუ­თუ გი­ორ­გი სა­ფეხ­ბურ­თო აგენ­ტია? ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც ინ­გ­ლი­სის პრე­მი­ერ­ლი­გა­ში სა­მი სა­უცხოო სე­ზო­ნი ჩა­ა­ტა­რა, თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცია და კლუ­ბი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბის
ნიშ­ნად უარი თქვა "ბარ­სე­ლო­ნას", "მი­ლა­ნის", "ლი­ვერ­პუ­ლი­სა" და "სელ­ტი­კის" მიწ­ვე­ვებ­ზე; რო­მე­ლიც გახ­და არა მხო­ლოდ ლე­გენ­და, არა­მედ სა­ხალ­ხო გმი­რი.

და ახ­ლა ის აგენ­ტია? ეს დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს სას­ტი­კი რე­ა­ლო­ბაა.

Sportall.Ge
ქინ­ქ­ლა­ძე პრე­მი­ერ­ლი­გა­ში იმ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნ­და, რო­დე­საც ევ­რო­თა­სე­ბი­დან მოკ­ვე­თის შემ­დეგ ინ­გ­ლი­სუ­რი კლუ­ბე­ბი მთე­ლი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­დ­ნენ ევ­რო­პე­ლებ­თან ჩა­მორ­ჩე­ნის შემ­ცი­რე­ბას (1985 წლის 29 მა­ისს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში "ლი­ვერ­პუ­ლი­სა" და "იუვენ­ტუ­სის" შეხ­ვედ­რი­სას, ბრი­უ­სე­ლის "ეიზე­ლის" სტა­დი­ონ­ზე 39 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, უეფამ კი ინ­გ­ლი­სუ­რი კლუ­ბე­ბი ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბი­დან ხუ­თი წლით მოკ­ვე­თა).

ალ­ბათ, ბევრს უკ­ვე და­ა­ვიწყ­და, გი­ორ­გიმ რა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მი სე­ზო­ნი ჩა­ა­ტა­რა "მე­ინ რო­უდ­ზე". თუ თქვენ "მან­ჩეს­ტერ სი­ტის" მატ­ჩე­ბის ცქე­რი­ს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი არ გქონ­დათ, ქინ­ქ­ლა­ძე ამის მი­ზეზს გა­გი­ჩენ­დათ.

ამ ცა­ცია მო­თა­მა­შეს შე­ეძ­ლო, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე იოლად და ეფექ­ტუ­რად ჩა­მო­ე­ცი­ლე­ბი­ნა. უყ­ვარ­და ლა­მა­ზად თა­მა­ში, რამ­დე­ნი­მე მცვე­ლის გვერ­დის ავ­ლა.

შე­საძ­ლოა, და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ქინ­ქ­ლა­ძის სა­უ­კე­თე­სო ეპი­ზო­დე­ბის ცქე­რი­სას გიჩ­ნ­დე­ბა აზ­რი, რომ ლი­ო­ნელ მე­სი დღეს იმა­ვეს აკე­თებს.

"იუთუბ­ზე" არის კი­დეც კლი­პი "მე­სი VS ქინ­ქ­ლა­ძე".

VideoSportall.Ge
ლიონელ მესი VS გიორგი ქინქლაძე


წა­მი­ე­რად და­ი­ვიწყეთ ამ ორი მო­თა­მა­შის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა შო­რის სხვა­ო­ბა და სა­ერ­თო თვი­სე­ბებს აღ­მო­ა­ჩენთ: დახ­რი­ლი თა­ვით მოძ­რა­ო­ბა, მიზ­ნის­კენ სწო­რი და არა­ორ­დი­ნა­რ
უ­ლი სვლა, სა­ო­ცა­რი დრიბ­ლინ­გი.

მე­ო­რე ფეხ­ბურ­თე­ლი, ვი­საც ქინ­ქ­ლა­ძე ჰგავს, რუ­მი­ნე­ლი გე­ორ­გე ხა­ჯია, "კარ­პა­ტე­ლი მა­რა­დო­ნა". არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ "გა­ლ­ათა­სა­რა­ის", სა­დაც ჰა­ჯი თა­მა­შობ­და, ქინ­ქ­ლა­ძის გა­დაყ­ვა­ნა სურ­და.

რო­გორ მოხ­და, რომ ქინ­ქ­ლა­ძემ პრე­მი­ერ­ლი­გა­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი ითა­მა­შა, მას ხომ გა­ცი­ლე­ბი­თ დი­დ­ხანს უნ­და ებ­რ­წყი­ნა? შემ­დეგ "დერ­ბი­ში" ითა­მა­შა, მაგ­რამ იქ უკ­ვე ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ინ­გ­ლი­სის პრე­მი­ერ­ლი­გა ჯერ კი­დევ ძა­ლას იკ­რებ­და, მაგ­რამ უკ­ვე თა­მა­შობ­დ­ნენ ერიკ კან­ტო­ნა, ჯან-ფრან­კო ძო­ლა, დე­ნის ბე­რ­გ­კამ­პი, იურ­გენ კლინ­ს­მა­ნი, დევიდ ჟი­­ნო­ლა, რომ­ლე­ბიც ბურ­თ­თან ისე­თი­ვე ოს­ტა­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, რო­გორიც ჯი­მი ჰენ­დ­რიქ­სი - გი­ტა­რა­ზე.

გი­ორ­გი ქინ­ქ­ლა­ძე მათ შო­რი­საც ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თაობები, რომლებიც საქართველომ ვერ დააფასა
გიორგი ქინქლაძე "ზენიტს" ლუიშ ნანის შეძენაში ეხმარება
გიორგი ქინქლაძე: ვხედავ, რაც საქართველოს ნაკრების გარშემო ხდება, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 4 /
agenti
სატრანფერო აგენტობა არაა სირცხვილი რადგან საფეხბურთო პროფესიაა მაგრამ რ=ისეთი ფეხბურთელი როგორიც ქინქლაძე იყო და აგენტია ეხლა ისაა სირცხვილი ამის ავტორს მხედველობაში არ ქონია კერძოდ აგენტობა უბრალოდ როცა ასეთი დონის ფეხბურთელი ხარ და მესის გადარებენ(ჩემის აზრით სჯობს მესის) და მერე "ცნობილი არაა ეგაა სირცხვილი და ტრაგედია"
gio_kinki
23:05 05-12-2012
0
რა არის სასირცხვილო საფეხბურთო აგენტობაში?? ზოგი ფეხბურთელი მწვრთნელი ხდება, ზოგი მენეჯერი, ზოგი აგენტი..
agenti
17:17 05-12-2012
0

სიახლეები პოპულარული