შოთა არველაძემ თავის ყოფილ გუნდსა და შენოლ გიუნეშს ვერ აჯობა

AutoSharing Option
შოთა არველაძის გაწვრთნილ "ქასიმფაშას" 13 დეკემბერს ცოტა დააკლდა თურქეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად. "ქასიმფაშას" მეტოქე შენოლ გიუნეშის "ტრაბზონსფორი" იყო.

შოთამ ფეხბურთელობისას სწორედ გიუნეშის გაწვრთნილ "ტრაბზონსფორში" გააცნო საკუთარი თავი თურქეთს და ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პაექრობა მოუწია.

"ქასიმფაშა" იოზერის გოლით დაწინაურდა მე-7 წუთზე. "ტრაბზონი" ბურთის ფლობაში აღემატებოდა მოწინააღმდეგეს და 88-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა მიერჟეივსკის თავური გოლით.

11-მეტრიანების სერიაშიც უფრო იღბლიანი გიუნეშის გუნდი გამოდგა. არადა, "ქასიმფაშამ" პენალტებამდე ორი აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა.

"ქასიმფაშას" სამი წამყვანი მოთამაშე აკლდა: ფაბიან ერნსტი, ჯალმა და უჩე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: თქვან დელეგატებმა, თუ სიჭინავასთვის ხმის მიცემა დაავალეს
რატომ არ დათანხმდა შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების გაწვრთნას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული