შოთამ ფეხბურთელობისას სწორედ გიუნეშის გაწვრთნილ "ტრაბზონსფორში" გააცნო საკუთარი თავი თურქეთს და ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პაექრობა მოუწია.
"ქასიმფაშა" იოზერის გოლით დაწინაურდა მე-7 წუთზე. "ტრაბზონი" ბურთის ფლობაში აღემატებოდა მოწინააღმდეგეს და 88-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა მიერჟეივსკის თავური გოლით.
11-მეტრიანების სერიაშიც უფრო იღბლიანი გიუნეშის გუნდი გამოდგა. არადა, "ქასიმფაშამ" პენალტებამდე ორი აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა.
"ქასიმფაშას" სამი წამყვანი მოთამაშე აკლდა: ფაბიან ერნსტი, ჯალმა და უჩე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: თქვან დელეგატებმა, თუ სიჭინავასთვის ხმის მიცემა დაავალეს
რატომ არ დათანხმდა შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების გაწვრთნას