როგორც იცით, "ქაშიმფაშას" თავკაცი შოთა არველაძეა, რომელიც ამჟამინდელ კლუბამდე სწორედ "ქაისერიში" მუშაობდა. "ქაისერის" ღირსებას კი ზურაბ ხიზანიშვილი იცავს.
შეხვედრა სწორედ ხიზანიშვილის გუნდმა მოიგო - "ქაისერიმ" 1:0 გაიმარჯვა. ხიზანიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
"ქაისერი" 19 ქულით მე-13 ადგილზეა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობს, "ქაშიმფაშა" კი 23 ქულით მე-6 საფეხურზე დარჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"