ქართულ დერბიში ზურაბ ხიზანიშვილმა შოთა არველაძეს აჯობა

AutoSharing Option
17 დეკემბერს თურქეთის სუპერლიგაში ჩვენთვის საყურადღებო მატჩი გაიმართა - "ქაისერისფორმა" "ქაშიმფაშას" უმასპინძლა.

როგორც იცით, "ქაშიმფაშას" თავკაცი შოთა არველაძეა, რომელიც ამჟამინდელ კლუბამდე სწორედ "ქაისერიში" მუშაობდა. "ქაისერის" ღირსებას კი ზურაბ ხიზანიშვილი იცავს.

შეხვედრა სწორედ ხიზანიშვილის გუნდმა მოიგო - "ქაისერიმ" 1:0 გაიმარჯვა. ხიზანიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

"ქაისერი" 19 ქულით მე-13 ადგილზეა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობს, "ქაშიმფაშა" კი 23 ქულით მე-6 საფეხურზე დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული