ვალერი კარპინი: ჯანო ანანიძეს ადგილს ძირითადში ვუწინასწარმეტყველებ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა მთავარი გუნდის კლუბის აკადემიის აღზრდილებით შევსებაზე ისაუბრა, სადაც მოსკოველთა ქართველი ჰავბეკი ჯანო ანანიძეც ახსენა.

"ვერ ვიტყვი, რომ პირველ გუნდში აკადემიიდან შევსებას უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ. კიდევ 3-4 წელი მოცდა მოგვიწევს.

დუბლების დონე არა ტურნირში დაგროვილი ქულებით, არამედ იმ ფეხბურთელების რაოდენობით უნდა შეფასდეს, რომლებიც პრემიერლიგის გუნდების ძირითად შემადგენლობებში ჩანან.

ძირითადში ადგილს კი ჯანოსა და ბრიზგალოვს ვუწინასწარმეტყველებ. საჭირო დონეს ისინი სულ მალე მიაღწევენ, თუმცა ეს ყველაფერი პირობითია, რადგან იმავე ანანიძეს გასულ სეზონში სამი თვე გაუცდა და
თუ დავაჯამებთ პაუზებსა და იმ დროს, რომელიც ფორმის აღდგენას მოანდომა, გამოვა, რომ ის მთელი
6 თვე გვაკლდა".

ასევე იხილეთ:
იური მოვსისიანი: ჯანო ანანიძემ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა
ქართველი სპორტსმენები სოციალურ ქსელებში
ჯანო ანანიძეს გერმანიაში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული