"სკა-ენერგია": მარცვალაძისთვის ბილეთები უკვე ნაყიდია, რევიშვილი არ გვინდა

AutoSharing Option
"სკა-ენერგიის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა უარყო ინფორმაცია, თითქოს კლუბი "კრასნოდარის" ქართველი მეკარით ნუკრი რევიშვილით არის დაინტერესებული.

"არ ვიცი რევიშვილის გადაბირების შესახებ ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ქართველი მეკარის ტრანსფერზე მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. ორი კარგი გოლკიპერი უკვე გყვას.

რაც შეეხება მარცვალაძეს, მისთვის ისრაელის ბილეთები, სადაც შეკრება უნდა გავიაროთ, უკვე ნაყიდია",
- თვა ფელდმანმა

შეგახსენებთ, რომ მარცვალაძის გარდა "სკა-ენერგიაში", რომლის მთავარ მწვრთნელად გორის "დილას" ყოფილი თავკაცი გიორგი დარასელია დაინიშნა, შესაძლოა, კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი გოჩა ხოჯავა და ლაშა სალუქვაძე ჩაირიცხოს.

აქვე გეტყვით, რომ "სკა-ენერგია"
რუსეთის ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "ურალს" 9 ქულით ჩამორჩება.

მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
ლაშა სალუქვაძე: "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტს ისრაელში გავაფორმებ

ზურაბ არზიანი: მამუკა ჯუღელს ვენდობი და მის რჩევას დაველოდები

ნუკრი რევიშვილი: მეკარის უთამაშებლობა დაუშვებელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული