მიმდინარე სეზონშიც ასე დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა მისი ადგილი ანდრეი სინიცინს ანდო.
სეზონის ბოლოს კი, ასევე სათადარიგოთა სკამზე დასვა გუნდის კაპიტანი, საქართველოს ნაკრების მცველი ალეკო ამისულაშვილი.
"მიზეზი ჩემთვისაც გაუგებარია. ფაქტია, რომ ბოლოს აღ
კონკრეტული მიზეზიც არ უთქვამს, რის გამო აღარ მენდობა.
ასეა თუ ისე, 25 წლის ვარ და ახლა ჩემს გეგმებში უთამაშებლობა არ შედის, ეს დაუშვებელია. და თუ ასე გაგრძელდება, კლუბის შეცვლა მომიწევს", - ამბობს რევიშვილი.
ნუკრი რევიშვილის შესაძლო ტრანსფერზე ინტერნეტგამოცემა "ონედივიზიონ.რუ" იუწყებოდა, რომ ქართველი მეკარე კარიერას რუსეთის პირველი ლიგის ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გააგრძელებდა.
გარკვეული ლოგიკა ამაში არის: საქართველოს ნაკრებში რევიშვილი რუსეთში შვიდი წლის წინათ მამუკა ჯუღელის დახმარებით მოხვდა, რომელიც ხაბაროვსკულ კლუბთან თანამშრომლობს და იქ გიორგი დარასელიასა და ქართველი მოთამაშეების (ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე) ჩაყვანის ინიციატორი იყო.
თუმცა 25 წლის მეკარე "კრასნოდარის" დატოვებასა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გადასვლას უარყოფს:
"ტყუილია, თითქოს "კრასნოდარიდან" უკვე წამოვედი. სურვილი კი მაქვს, მაგრამ კლუბიდან გათავისუფლება ასე იოლი არ იქნება.
ბოლო პერიოდში არ ვთამაშობდი, მაგრამ ბევრი რამ იქნება გასარკვევი. ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდება, წამოსვლა აუცილებელიც გახდება.
ვარიანტებზეც ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამდენი ხნის უთამაშებელს პრემიერლიგაში ძლიერი კლუბის მოძებნა გამიჭირდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალეკო ამისულაშვილმა და ნუკრი რევიშვილმა შესაძლოა "კრასნოდარი" დატოვონ
ქართველი ლეგიონერები: რუსეთში არცთუ სახარბიელოდ, უკრაინაში ბევრად უკეთ
ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი
რომელ ქართველ ლეგიონერებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში?