სალუქვაძე, ხოჯავა, მარცვალაძე და გრიგალაშვილი "სკა-ენერგიაში" იკრიბებიან

AutoSharing Option
ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე და შოთა გრიგალაშვილი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" ისრაელში შეკრებაზე შეუერთდებიან, რომელსაც გორის "დილას" ყოფილი თავკაცი გიორგი დარასელია უდგას სათავეში.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ისრაელში გასასინჯად მიდიან.

რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდი თელ-ავივში 11 იანვარს მოსკოვიდან გაემგზავრება, შეკრება კი ეილათში 29 იანვრამდე გასტანს, სადაც გუნდი რამდენიმე ტესტ-მატჩსაც გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა ბოლო დრომდე გორის "დილას" ღირსებას იცავდნენ. რაც შეეხება მარცვალაძეს - რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" დატოვების შემდეგ ფორვარდი უგუნდოდ იყო და ინდივიდუალურად ემზადებოდა.

რაც შეეხება გრიგალაშვილს, ბოლოს ნახევარმცველი ვლადიკავკაზის "ალანიას" ღირსებას იცავდა.

მომზადებულია fc-skaenergy.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

ლაშა სალუქვაძე: "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტს ისრაელში გავაფორმებ
ოთარ მარცვალაძე: უარესიც ხდება, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება...
"სკა-ენერგია": მარცვალაძისთვის ბილეთები უკვე ნაყიდია, რევიშვილი არ გვინდა
გორის "დილაში" კრება ჩატარდა - ცვლილებები იქნება
გორის "დილა" მწვრთნელის გარეშე - გიორგი დარასელია "სკა-ენერგიაში" დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 6 /
დღეს დილას დაშლიან, ხვალ სხვას , ასე გაანადგურებენ ქართულ ფეხბურთს და აისრულებენ თავიაანთ მიზანს.
vaxo
10:15 11-01-2013
0
კარგით რაააააააააა.კარგია რომ მიდიან.
Kusa-Kusa
00:44 11-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული