გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ კობიაშვილი 2012 წლის მაისის აქეთ იყო დისკვალიფიცირებული მსაჯ ვოლფგანგ შტარკის ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩამტარებელი 35 წლის კობიაშვილი ამ მძიმე ვერდიქტს არ შეუშინდა და შეუპოვრად ემზადება ფეხბურთელის კარიერის გასაგრძელებლად.
"ჰერტას" ჩვენებურს 9 იანვარს, გვიან ღამით, მატჩის შემდეგ დავურეკეთ გერმანიაში...
- ამდენი თვის შემდეგ
კარგი დღე მქონდა. მაყურებელმა თბილად მიმიღო, თანაგუნდელებიც გვერდში მედგნენ. ყველაფერმა სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. ახლა უკვე რიტმში ვჯდები.
- ამ საკონტროლო შეხვედრას რამდენი გულშემატკივარი დაესწრო?
- "ჰერტას" მეორე გუნდის მოედანზე ვითამაშეთ, სადაც ტრიბუნა ათასამდე გულშემატკივარს იტევს.
- მომდევნო ამხანაგური მატჩი როდის გაქვთ?
- შაბათს უკვე "ვოლფსბურგის" პირველ გუნდს შევხვდებით სტუმრად. ბუნდესლიგის განახლებამდე დიდი დრო აღარ დარჩა და "ვოლფსბურგისთვის" ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, სერიოზული და საინტერესო. გულშემატკივარიც გაცილებით მეტი მოვა.
- დღევანდელი მატჩის შემდეგ საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილი დარჩი?
- განსაკუთრებული არაფერი, მთლიანად გუნდმაც და მეც ნორმალურად ვითამაშეთ. ჩემთვის ეს მატჩი საჭირო იყო. ვარჯიშებზე ორმხრივ თამაშებში კი ვმონაწილეობდი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, როცა ამხანაგურ შეხვედრაში სხვა გუნდს ეთამაშები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნანატრი დაბრუნება: ლევან კობიაშვილი მოედანზეა!
ლევან კობიაშვილი ბრუნდება! - ეს ფოტო ისტორიას ბარდება
ლევან კობიაშვილი გერმანიაში 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს
ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!