მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერაც უცნობია.
არის ინფორმაცია, რომ დვალიშვილი ამჟამინდელი კლუბის დატოვებასა და უკრაინის ჩემპიონატში გადაბარგებაზე ფიქრობს, რადგან "პოლონიას" ფინანსური პრობლემები აქვს და გუნდის სხვა ლიდერების მსგავსად, ახალ კლუბს ეძებს.
ლადომ "პოლონიას" რამდენიმე თვის ხელფასის გადაუხდელობისთვის ფიფაში უჩივლა და დადებითი პასუხის შემთხვევაში (რაც სავსებით რეალურია), თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
პოლონური ინტერნეტპორტალი "სპორტ.პლ" ამტკიცებდა, რომ ქართველი თავდამსხმელის გადაბირება შვეიცარიულ, რუსულ და
ზაფხულში უკრაინული "ზარია" ეპატიჟებოდა, მაგრამ პოლონეთში წავიდა. ახლა ისევ აღმოსავლეთისკენ იყურება.
მართალია, ამტკიცებენ, რომ ლადო ვარშავის "ლეგიაში" გადადის, მაგრამ შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ის ბოლო დროს აქტიურად თანამშრომლობს მამუკა ჯუღელთან, რომელსაც კავშირი აქვს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასთან". ამ კლუბის მთავარ მწვრთნელად დანიშნულ გიორგი დარასელიასთან კი დვალიშვილი ჰაიფას "მაკაბში" ვარჯიშობდა.
თუმცა დვალიშვილი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში წასვლას არ გეგმავს. ჯუღელს ახლო ურთიერთობები აქვს ვლადიკავკაზის "ალანიასთანაც" და გვითხრეს, რომ ეს და კიდევ რამდენიმე რუსული კლუბის ვარიანტი განიხილება.
თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია, ვლადიკავკაზურ კლუბში სამმა ქართველმა ფორვარდმა რომ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ "ალანიამ" უკვე დაიმატა არმენის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, "დაუგავას" მეგოლე და ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მამუკა ღონღაძე კი კლუბს ანტალიაში შეკრებაზე გაჰყვება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქართველი ლეგიონერები: ცოტა გამორჩეული და რამდენიმე პერსპექტიული
ლადო დვალიშვილმა შესაძლოა "პოლონია" დატოვოს
ლეგიონერები: ვლადიმერ დვალიშვილი პოლონეთში გოლით გამოირჩა [VIDEO]