ლეგიონერები: ვლადიმერ დვალიშვილი პოლონეთში გოლით გამოირჩა [VIDEO]

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასაში ვარშავის "პოლონიამ" "პოგონს" უმასპინძლა და 2:0 სძლია. მე-60 წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში ვლადიმერ დვალიშვილმა დააფიქსირა.

ეს პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მიერ გატანილი მე-7 გოლია. ამ მონაგარს მან თავი 15 შეხვედრაში მოუყარა. ბოლო მატჩი მან შეუცვლელად ჩაატარა.

"პოლონიას" დღეისთვის 28 ქულა აქვს და ექსტრაკლასაში მესამე ადგილზეა. დვალიშვილის გუნდი ლიდერ "ლეგიას" 5 ქულით ჩამორჩება.

VideoSportall.Ge
ლადო დვალიშვილის გოლი პოგონთან მატჩში


დანიის სუპერლიგაში "ორჰუსმა" "სილკებორგს" უმასპინძლა. უხვგოლიანი დაპირისპირება ფრედ, 3:3 დასრულდა, თუმცა ქართველთა ანგარიშზე გოლი არ არის.

"ორჰუსის" შემადგენლობაში
დავით დევდარიანმა
სრულად ითამაშა, მათე ვაწაძე კი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

კიდევ ერთი ორჰუსელი დავით სხირტლაძე თავისი გუნდის 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა.

12-გუნდიან სუპერლიგაში "ორჰუსი" 30 ქულით მე-6 ადგილზეა. დანიის ჩემპიონატში მომავალი წლის 3 მარტამდე შესვენება გამოცხადდა.

რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკი" ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე ესტუმრა ყაზანის "რუბინს" და 1:0 სძლია. ამის მიუხედავად, მეექვსე ადგილზე მყოფი მოსკოველები ლიდერთა ჯგუფს მაინც ძალიან ჩამორჩებიან.

რაც შეეხება ჯანოს, იგი მოედანს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება, თუმცა უახლოესი ოფიციალური მატჩი მის გუნდს 2013 წლის 9 მარტს აქვს. რუსეთის ჩემპიონატში პაუზა სწორედ იქამდე გასტანს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გალიდერების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა "სიმურგმა", რომელიც შინ ლენქორანის "ხაზართან" 2:2-ს დასჯერდა.

ანგარიში სტუმრებმა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გაქვითეს - "სიმურგის" ფეხბურთელმა ავტოგოლი გაიტანა.

"სიმურგს", "ყარაბახსა" და კახა ცხადაძის "ინტერს" 27-27 ქულა აქვთ, თუმცა "ინტერმა" კონკურენტებზე ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა და შესაბამისად, პოტენციური ერთპიროვნული ლიდერიც სწორედ ბაქოური კლუბია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული