ლევან კობიაშვილი "ჰერტას" ძირითადში კაპიტნის სამკლავურით დაბრუნდა

AutoSharing Option
ფინეთში სეზონი ლიგის თასის მატჩებით დაიწყო. "ინტერ ტურკუ" საკუთარ მოედანზე ტპს-ს შეხვდა და 1:1-ს დასჯერდა. "ინტერის" შემადგენლობაში ირაკლი სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ სირბილაძის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ, მაგრამ ამ მხრივ ახალი ჯერ არაფერია. თუმცა მაინც არ არის გამორიცხული, ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ბომბარდირი უახლოეს პერიოდში სხვა კლუბში აღმოჩნდეს.

უკრაინული "დნიპრო" ესპანურ "ლინენსეს" 1:1 დაუზავდა. დნეპროპეტროვსკელთა რიგებში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარეს ჯაბა კანკავამ და ალექსანდრე კობახიძემ.

შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი "დნიპროს" კიევის "არსენალში" ჰყავდა განათხოვრებული, სადაც წარმატებული თამაშით
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს "დნიპროში" დაბრუნების შანსი მიეცა.

გერმანული "ბოხუმი" ამხანაგურ შეხვედრაში "კიოლნთან" 0:4 განადგურდა. ამ თამაშში მონაწილეობა ორივე ბოხუმელმა ქართველმა მიიღო, მაგრამ ისინი მოედანზე ერთდროულად არ ყოფილან - ნიკოლოზ გელაშვილმა პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო ალექსანდრე იაშვილმა - მეორე.

გელაშვილი მოედანს ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ეს წლეულს მისთვის პირველი შეხვედრა იყო.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მეორე მატჩი ჩაატარა ლევან კობიაშვილმა. მისი "ჰერტა" ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა "ჰამბურგთან". "კობი" ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

პირველი ტაიმი ბერლინელებმა 0:2 წააგეს, ლევანმა კი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე იქნება ოფიციალურ მატჩებშიც.

გავრცელებული აზრით, კობიაშვილს ამ ამპლუაში უფრო დიდი შანსი აქვს საიმისოდ, რომ "ჰერტას" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს.

პოლონური "იაგელონია", რომლის ღირსებასაც ნიკა ძალამიძე იცავს, ლატვიურ "დაუგავას" 2:2 დაუზავდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო თერთმეტეულში იყო და პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შეცვალეს.

შვეიცარიული "ბელინცონა" საკონტროლო მატჩში გერმანულ "ზანკტ პაულისთან" 1:2 დამარცხდა. "ბელინცონას" შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა.

ბაქოს "ინტერი" თურქეთშია შეკრებაზე, სადაც საკონტროლო შეხვედრა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "აალენთან" ჩაატარა. კახა ცხადაძის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლომაია და ილია კანდელაკი, ხოლო შეცვლაზე რევაზ თევდორაძე შევიდა.

"ინტერის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი ადამია მწყობრში ჯერ არ დაბრუნებულა და სარეაბილიტაციო კურსს გერმანიაში გადის.

გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი "სიმურგი" თურქულ შეკრებაზე გამართულ სპარინგში ყაზახურ "აკჟაიკთან" 0:1 დამარცხდა.

"ორი განსხვავებული შემადგენლობა ვათამაშე, რადგან საქმეში მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელის ნახვა მსურდა. უპირატესობას ვფლობდით და უაზრო გოლი მივიღეთ", - განაცხადა ჩიხრაძემ ნამატჩევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილისთვის ავადმოსაგონარი ვოლფგანგ შტარკი წლის საუკეთესო არბიტრებშია
ლევან კობიაშვილი: ამდენი თვის შემდეგ პირველად ვითამაშე. კარგი განცდა იყო
ლევან კობიაშვილი ბრუნდება! - ეს ფოტო ისტორიას ბარდება
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: დორტმუნდის "ბორუსიას" სკანდალური მარცხი [VIDEO]

ვოლფგანგ შტარკი: "ბორუსიას" კარში დანიშნული პენალტი და გაძევება - ჩემი შეცდომაა
ხორვატია განრისხდა: ვოლფგანგ შტარკმა გაგვაგდო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული