საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა პოლონურ ექსტრაკლასაში 15 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, რითაც "პოლონიას" საუკეთესო მეგოლეა და მისი გვარი პოლონეთის ჩემპიონატის ბომბარდირებშიც ფიგურირებს.
"პოლონია" კი დღეისთვის 28 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ლეგიას" ხუთი ქულით ჩამორჩება.
მოკლედ, სპორტული თვალსაზრისით, დვალიშვილს "პოლონიაში" ყველაფერი რიგზე ჰქონდა, თუმცა ამავეს ვერ ვიტყვით მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტზე - უკვე საკმაო ხანია, "პოლონიაში" არასტაბილური ვითარებაა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამის გამო
ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ მის სავარაუდო ტრანსფერზე, მაგრამ მაშინ ლადომ ზამთრამდე მოცდა ამჯობინა.
მასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე ვარიანტმა გაიჟღერა, თუმცა "ლელოსთან" საუბარში დვალიშვილმა თქვა, რომ საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არავისთან მიუღწევია.
"ამჟამად პოლონეთში ვიმყოფები და ჩემი აგენტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩემს მსურველ კლუბებთან.
სანერვიულო არაფერი მაქვს, რადგან საკმაოდ საინტერესო წინადადებები მივიღე და იქ გადავალ, სადაც ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნება თამაში.
საუბარია როგორც პოლონურ, ასევე სხვა ქვეყნის კლუბებზე, რომელთა სახელის დაკონკრეტებაც ახლა არ ღირს.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა და ჩემი ახალი კლუბის ვინაობასაც ყველა მალე შეიტყობს", - გვითხრა დვალიშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილი კარიერას რუსეთში გააგრძელებს?
ქართველი ლეგიონერები: ცოტა გამორჩეული და რამდენიმე პერსპექტიული
ლეგიონერები: ვლადიმერ დვალიშვილი პოლონეთში გოლით გამოირჩა [VIDEO]